შიდა აუდიტის  დეპარტამენტის ფუნქციები: 
 

  • სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; 
  • ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; 
  • სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
  • სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 
  • ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; 
  • სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; 
  • განხორციელებული აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; 
  • სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; 
  • სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; 
  • სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; 
  • სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
  • სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
  • ეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს.


დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

  • შიდა აუდიტის სამმართველო
  • ინსპექტირების სამმართველო
     


საკონტაქტო ინფორმაცია
 

თამარ კალანდია 
დეპარტამენტის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქციების შემსრულებელი

ელ-ფოსტა: tkalandia@moesd.gov.ge  
ტელ: +(999 32) 299 11 66

----------------------------------------------------------------------------------------------------

ეთერ მათიაშვილი
შიდა აუდიტის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა:  ematiashvili@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 10 20

----------------------------------------------------------------------------------------------------

ლევან კვახაჭელიძე
ინსპექტირების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: lkvakhatchelidze@moesd.gov.ge  
ტელ: +(995 32) 2 99 11 70

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

დამატებით ამ თემაზე