- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციები:
- სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
- ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
- სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
- სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
- სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
- განხორციელებული აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა;
- სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
- სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
- სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
- სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
- სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
- სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
- ეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
- შიდა აუდიტის სამმართველო
- ინსპექტირების სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ კალანდია
დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქციების შემსრულებელი
ელ-ფოსტა: tkalandia@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 11 66
----------------------------------------------------------------------------------------------------
ეთერ მათიაშვილი
შიდა აუდიტის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: ematiashvili@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 10 20
----------------------------------------------------------------------------------------------------
ლევან კვახაჭელიძე
ინსპექტირების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: lkvakhatchelidze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 2 99 11 70
----------------------------------------------------------------------------------------------------