საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება. წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2026 წლის სექტემბერში ექსპორტი წლიურ ჭრილში 4.0%-ით გაიზარდა და სექტემბრის თვის რეკორდულ მაჩვენებელს, 731.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ნიშნულს, 6,153.0 მლნ აშშ დოლარს, გაუტოლდა.
იმავდროულად, სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ სექტემბრის თვის რეკორდულ ნიშნულს, 2,536.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მაჩვენებელი, 20,534.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სექტემბერში ძირითადი საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების, სასუქებისა და ფეროშენადნობების ექსპორტი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2025 წელს ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 10.5%-ით გაიზარდა და 25.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70