2025 წლის ნოემბერში ექსპორტი, წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 44.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა 782.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ჯამურად იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა, გადააჭარბა 2024 წლის წლიურ მონაცემს და ასევე რეკორდულ ოდენობას 6,618.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
იმპორტი 2025 წლის ნოემბერში 1.4%-ით შემცირდა და 1,455.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში კი 9.3%-ით გაიზარდა და 16,598.1 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 2,237.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9%-ით მეტია. იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 9.5%-ით გაიზარდა 23,216.2 მილიონ აშშ. დოლარამდე, რაც ექსპორტის მსგავსად ასევე რეკორდული მოცულობაა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 %-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1%-ით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70