2026 წლის I კვარტალში საქართველოდან ექსპორტი 23.4%-ით გაიზარდა და 1,723.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის 75.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და სამი თვის მონაცემებით 1,122.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
მარტში ექსპორტი 24.0%-ით გაიზარდა და 697.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით) წინა წლის მარტთან შედარებით 82.9%-ით გაიზარდა და მოცულობა 463.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ექსპორტის ზრდის სტრუქტურა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან 2026 წლის იანვარ-მარტში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონის მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, თხილისა და სხვა კაკლის, ოქროსა და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.
2026 წლის მარტში სავაჭრო ბრუნვა 2,289.3 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.9%-ით მეტია. იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვის ზრდა 0.2%-ს გაუტოლდა და მოცულობამ 5,867.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უჭირავთ (22%), მას მოსდევს თურქეთი (12%) და აშშ (11%).
მარტში გაუმჯობესდა ასევე სავაჭრო ბალანსი. სავაჭრო დეფიციტმა 2026 წლის მარტში 895.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 62.7 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა.
2026 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო დეფიციტი 641.1 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 2,419.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70