საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სამსახურის დაარსების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ უწყებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.
ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70