2026 წლის ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია
13-08-2026

საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა და მაღალი ეკონომიკური აქტივობა ნარჩუნდება. 2026 წლის ივლისის ექსპრეს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში ექსპორტისა და სავაჭრო ბრუნვის კუთხით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, ამასთან გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის მიმართულებით. 2026 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.8%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ ნიშნულს - 792.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 

2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული ოდენობა 4,668.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი. 

2026 წლის ივლისში სავაჭრო ბრუნვამ ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელი 2,495.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 7.5%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 15,517.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.