2026 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.0%-ით გაიზარდა და მეორე კვარტლის რეკორდული მაჩვენებელი - 2,389.3 ლარი შეადგინა
15-09-2026

2026 წლის II კვარტალში, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, შრომის ბაზარზე პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.0%-ით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2,389.3 ლარს გაუტოლდა, რაც II კვარტლის რეკორდული მაჩვენებელია.

ხელფასების მატება დაფიქსირდა თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში.  საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში  საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა 9.2%-ით, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში კი ზრდამ 10.3% შეადგინა.

რაც შეეხება სამთომოპოვებით მრეწველობას  II კვარტალში  საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა  9.1% იყო, ხოლო ჯანდაცვის სექტორში 12.7%.

ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში ნომინალური ხელფასის ზრდამ 5.4% შეადგინა, ხოლო ტრანსპორტი და დასაწყობების მიმართულებით 9.0%.

12.5%-ით გაიზარდა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი  განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში,  წყალმომარაგება და ნარჩენების მართვის მიმართულებით კი ზრდა 14.0%-ის დონეზე იყო.

 ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 9.2%-ით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების მიმართულებით ზრდამ 6.2% შეადგინა.

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა 8.7%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში 6.2%-ით.

აღსანიშნავია, რომ  ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2026 წლის  II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6%-ით  გაიზარდა და 2,471.5 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით გაიზარდა და 2,239.0 ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას და შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც.