მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო
18-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ  გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო.  

შაიხა ნასერ ალ ნუვაისი ბაგრატის ტაძარში იმყოფებოდა, ის  ასევე ესტუმრა ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც   მასპინძლობა გაუწია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ . 

სტუმარს რეგიონის ცნობადობის შესახებ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ  ასევე ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მიაწოდა.