მარიამ ქვრივიშვილი პორტებისა და საკონტეინერო ტერმინალების ოპერატორი კომპანიის - China COSCO SHIPPING Corporation Limited-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ვან მინს შეხვდა
24-09-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მსოფლიოში წამყვანი პორტებისა და საკონტეინერო ტერმინალების ოპერატორი კომპანიის - China COSCO SHIPPING Corporation Limited-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ვან მინს შეხვდა.

COSCO SHIPPING Ports Limited არის გლობალური პორტებისა და საკონტეინერო ტერმინალების ოპერატორი და საინვესტიციო კომპანია. კომპანიის გემები ოპერირებენ მსოფლიოს 147 ქვეყნისა და რეგიონის - 672 პორტში. მისი ქსელი მოიცავს ჩინეთს, ევროპას, ხმელთაშუა ზღვის რეგიონს, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკას. კომპანია გლობალურად 17,000 თანამშრომელს აერთიანებს.