ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო კონფერენციას -„ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ დაესწრო.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საბერძნეთის პარლამენტის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი.
კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70