ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის ფუნქციები:

 

  • ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის დარგში დაგეგმილი რეფორმების, ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების, ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დეპარტამენტის ჩართულობით; 
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; 
  • ენერგეტიკული პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი სტრუქტურების საქმიანობაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; 
  • ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; 
  • ენერგეტიკის დარგში სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; 
  • საჭიროების შემთხვევაში, იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების განხილვა-მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულებების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია; 
  • ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება.

 


დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
  

  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო  
  • ენერგეტიკული რეფორმების სამმართველო

 
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 

ანა გოგოლაძე 
ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: agogoladzei@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 235 78 21

----------------------------------------------------------------------------------------------------


თამარ აბაკელია 
ენერგეტიკული რეფორმების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: tabakelia@moesd.gov.ge

----------------------------------------------------------------------------------------------------
 

ნანა იმედაშვილი
ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 

ელ-ფოსტა: nimedashvili@moesd.gov.ge

 ----------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

დამატებით ამ თემაზე