იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები: 
 

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება; 
  • სხვადასხვა უწყებიდან შესული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; 
  • დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; 
  • სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; 
  • ადმინისტრაციული საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; 
  • ომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; 
  • იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას; გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი;
  • სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა; 
  • კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა.



დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

  • სამართლებრივი უზრუნველყოფის და ხელშეკრულებების  ექსპერტიზის სამმართველო
  • სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო
  • საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო



საკონტაქტო ინფორმაცია:

თეა გვარამია
იურიდიული დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: tgvaramia@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 78 19

----------------------------------------------------------------------------------------------------

თეიმურაზ მეშველიანი
იურიდიული დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

ელ-ფოსტა: tmishveliani@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 11 36

----------------------------------------------------------------------------------------------------

სოფიო ახალაძე–გულორდავა
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: sakhaladze@moesd.gov.ge 
ტელ: +(999 32) 299 10 48

--------------------------------------------------------------------------------------------------––

ინგა გაბისონია
საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის  სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: igabisonia@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 48

----------------------------------------------------------------------------------------------------

მარიამ ადეიშვილი 
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა:  madeishvili@moesd.gov.ge

ტელ: +(999 32) 299 12 14

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

დამატებით ამ თემაზე