- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ფუნქციები:
- ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, პროცესში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად;
- ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
- განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოსა და ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის (NECP) შემუშავება, მონიტორინგი და განახლება. მწვანე წყალბადის განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება.
- მწვანე წყალბადისა და ელექტროენერგიის წარმოების მიმართულებით ნახშირბადის სასაზღვრო კორექტირების მექანიზმის (CBAM) და ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების, საკანონმდებლო აქტების, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და ანალიტიკური მასალების მომზადების, დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პროცესში.
- ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და შესაბამისი პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. ენერგოეფექტურობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია. ენერგოეფექტურობის და შენობების ენერგოეფექტურობის სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. ასევე, ენერგოეტიკეტირებისა და ეკოდიზაინის სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარება და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და აღსრულების ხელშეწყობა.
- გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სამინისტროს კომპეტენციის სფეროში არსებული მიმართულებების კოორდინაცია;
- მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, შესაბამისი ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში, აღებული ვალდებულებების შესრულება, მდგრადი განვითარების, წიაღისეული სათბობის, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების კუთხით;
- მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება, მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა;
- მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; მწვანე ზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია.
- აღნიშნული მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.
- საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და საგრანტო ინიციატივების მხარდაჭერა.
- ბუნებრივი გაზის ბალანსების მონიტორინგი; ბუნებრივი გაზის სფეროში მომუშავე კომპანიებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია. მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი განკარგულებებისა და დადგენილებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:
- ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების დანერგვისა და ხელშეწყობის სამმართველო
- მდგრადი განვითარების ხელშეწყობის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია:
ომარ წერეთელი
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქციების შემსრულებელი
ელ-ფოსტა: otsereteli@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 235 78 36
----------------------------------------------------------------------------------------------------
სოსო მინდიაშვილი
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ფუნქციების შემსრულებელი
ელ-ფოსტა: smindiashvili@moesd.gov.ge
----------------------------------------------------------------------------------------------------
ნიკოლოზ ხოლოდოვი
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების დანერგვისა და ხელშეწყობის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: nkholodov@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 235 78 22
----------------------------------------------------------------------------------------------------
დავით ადვაძე
მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: dadvadze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 10 79
----------------------------------------------------------------------------------------------------