მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წლისთვის 7%-ს შეადგენს, რაც ბანკის 2025 წლის ივნისის პროგნოზს 1.5 პ.პ-ით აღემატება. აღნიშნული პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც ასევე 0.5 პ.პ-თ აღემატება ივნისის პროგნოზს.
საქართველოს 2025-2027 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის 2-ჯერ აღემატება ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და 5.8%-ს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2025-2027 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპის ქვეყნებს შორის.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70