მარიამ ქვრივიშვილი: „თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა“
31-10-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან  განათლების რეფორმის კონცეფციიის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა რეფორმის მნიშვნელობასა და რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროს ჩართულობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს სექტორებისთვის მაკრო შეფასების გაკეთება. 

„შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების სწორი ბალანსის უზრუველსაყოფად ბიზნესისა და განათლების სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

“მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის განხორციელება განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, რათა თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებლო პროგრამა ზუსტად ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა - საინფორმაციო, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სექტორები და ა.შ. 

„პრემიერ-მინისტრმა დღეს არაერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოხდეს ახალი სამუშაო ძალის გენერირება და პროფესიული განათლება ნამდვილად აჩქარებს ამ პროცესს “ - განაცხადა ეკონომიკისა და მფგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი მონაწილეობდნენ.