დღეს არის: ოთხშაბათი 08 სექტემბერი 2010

Ministry of Economic Development of Georgiaსაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

Language version: EnglishLanguage version: English

Dimitri Shanidze

დიმიტრი შანიძე

დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე ბარნაბიშვილი

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2009 წლის 12 იანვარს, დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელ­შეკ­რულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულე­ბათა შესრულების მონიტორინგის და კონტროლის საკითხებში, ასევე დეპარტამენტის კომპეტენციაში     შემავალი სხვა საკითხების გადაწყვეტას.

 დეპარტამენტი აღრიცხავს და სისიტემატიზაციას უკეთებს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების  (სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მასზე დამაგრებული შენობა- ნაგებობებით) პრივატიზებასთან ასევე დრო­ებით სარგებლობაში გადაცემასთან (იჯარით, უზუფრუქტით და სხვა) დაკავშირებული ხელ­შეკ­რულებებსა და შეთანხმებებს.

 დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელ­შეკ­რულებებითა და შეთანხმებებით მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულე­ბათა შესრულების მონიტორინგს, რაშიც იგულისხმევა მხარეების მიერ პირობების დროულად და სრულფასოვნად შესრულების კონტროლი, ინვესტიციების დროული და სრულფასოვანი განხორციელება და ა.შ. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ შემოსულ განცხადებებზე და წერილებზე, რაზედაც  დეპარტამენტის მიერ  მომზადებულია და გაგზავნილია 112 წერილი.

მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აღრიცხვა; კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი 

 ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერება, სათანადო დასკვნის მომზადება; დამრღვევ პირებზე საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კანონით დადგენილი წესით სათანადო ღონისძიებების განხორციელება

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების გათვალისწინებით მოსაზრებების წარდგენა განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში,სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე სათანადო დასკვნის მომზადება

 დეპარტამენტი აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში ახორციელებს მხარეებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერებას კომისიური წესით და სახელშეკრულებო (საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში ამზადებს სათანადო დასკვნის პროექტს, წარუდგენს ხელმძღვანელობას, შესაბამისად ახორციელებს დამრღვევ პირებზე საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კანონით დადგენილი წესით სათანადო ღონისძიებებს, რაშიც იგულისხმევა ხელშეკრულებით დადგენილი პიგასამტეხლო თანხით დაჯარიმება, ზოგ შემთხვევაში განიხილება ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც.

დეპარტამენტის უფლებამოსილია

მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია როგორც კონტრაჰენტებისგან ასევე კანონმდებლობის შესაბამისად ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან

მოითხოვოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაცია მათსა და კონტრაჰენტებს შორის სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებისა და გაწეული მონიტორინგის შესახებ

დეპარტამენტი მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე ამზადებს სათანადო დასკვნის პროექტს, რათა მხარეებს საბოლოოდ დაუდასტურდეთ სრული საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე. 

დეპარტამენტი უფლებამოსილია მოითხოვოს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან ინფორმაცია მათსა და მხარეებს შორის სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებისა და გაწეული მონიტორინგის შესახებ. ახორციელებს სხვა სახის ქმედებებს, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

თანამშრომლობა სტრუქტურებთან

  1. 1 პრივატიზების დეპარტამენტი

  2. 2 ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

  3. 3 კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი

  4. 4 ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი

  5. 5 საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი

  6. 6 იურიდიული დეპარტამენტი

  7. 7 ადმინისტრაცია

  8. 8 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

  9. 9 ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტი

  10. 10 სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტი

  11. 11 საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოჯისტიკაის დეპარტამენტი

  12. 12 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

  13. 13 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

  14. 14 სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი

  15. 15 ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნვეყოფის დეპარტამენტი

To View Animation Download "Flash Player"

chartXml2912geo.xml