ეკონომიკური საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად წარსადგენი განაცხადის ფორმა
02-05-2020

⏩მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის N181 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებული, საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა მიმართონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდს ელექტრონული რეგისტრაციის ფორმის შესავსებად.

⏩მეწარმე სუბიექტებმა, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, რეგისტრაციის ფორმის ხელმეორედ შევსებას აღარ საჭიროებენ და მათი განაცხადი პრიორიტეტულად განიხილება.  

⏩მეწარმე სუბიექტი ინსპექტირებას მხოლოდ რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ გაივლის. ინსპექტირების შედეგად დადგინდება, რამდენად აქვს მეწარმე სუბიექტს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გაიდლაინების შესრულების შესაძლებლობა.

⏹ინსპექტირების დადებითი შედეგები შესათანხმებლად წარედგინება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ საგანგებო მდგომარეობის ოპერატიული მართვის შტაბს.  

✅საბოლოო გადაწყვეტილებას მეწარმე სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა.

განაცხადის ფორმის (ინსპექტირების ეტაპი) შევსება შესაძლებელია ბმულზე - https://bit.ly/2VTSZVI