ექსპორტის ხელშეწყობა
ექსპორტის ხელშეწყობის მხრივ მეწარმეობის განვითარების სააგენტო ორი მიმართულებით - ექსპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების საკითხებზე მუშაობს.
მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა
ტრანსპორტი
ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოები. სააგენტოების მიერ გაიცემა სერტიფიკატები, მოწმობები, ნებართვები. აგრეთვე, ხორციელდება რეგისტრაცია და საინსპექციო შემოწმება.
კავშირგაბმულობა, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიები
სივრცითი მოწყობა, ქალაქთმშენებლობა და მშენებლობა
სივრცითი დაგეგმარებისა და მშენებლობის სფეროში სამინისტრო აწარმოებს შემდეგ მომსახურებას: სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის განხილვასა და შეთანხმებას (გარდა ქ. თბილისის და აჭარისა ვტონომიური რესპუბლიკისა); სარეკრეაციო ტერიტორიებზე (კურორტ ბახმაროში, დაბა ურეკი-შეკვეთილში, დაბა ბაკურიანში, ქ. ბორჯომში) სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემას
სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა
სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“
ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა
ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის ინსტიტუციების მომსახურებების მისაღებად შეუძლიათ მიმართონ შესაბამისად ”საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს” ან ”საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს”


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©