მიმოქცევაში ოთხი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა იქნა გაშვებული
09-10-2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2023 წლის 9 ოქტომბრიდან მიმოქცევაში იქნა გაშვებული შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები: 

1. ედმონდ კალანდაძე 100 წელი

დიზაინერი ბაადურ ქობლიანიძე. მარკის ზომა 56X33მმ; მარკის ტირაჟი 20 000 ცალი; მარკის ნომინალი 4,50 ლარი; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკების ნომრები NN687; 688;689 
 

2. საქართველოს გამოჩენილი პიროვნებები

  • ელგუჯა ამაშუკელი.

დიზაინერი ბადრი გაგნიძე. მარკის ზომა 51X37,5 მმ; მარკის ტირაჯი 20 007 ცალი; მარკის ნომინალი 6,10 ლარი; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკის ნომერი N690
 

  • მერაბ ბერძენიშვილი.

დიზაინერი ბადრი გაგნიძე. მარკის ზომა 51X37,5 მმ; მარკის ტირაჯი 20 007 ცალი; მარკის ნომინალი 6,10 ლარი; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკის ნომერი N691
 

  • ნიკო ნიკოლაძე.

დიზაინერი ბაადურ ქობლიანიძე. ერთმარკიანი მცირე ფურცლის ზომა 107,8X125 მმ; მარკის ზომა 56X33 მმ; მარკის ტირაჯი 50 000 ცალი; მარკის ნომინალი 10,0 ლარი; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკის ნომერი N692