ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, რეფორმებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთაც მთავრობა დარგის შემდგომი განვითარებისთვის იღებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტრო ღიაა დიალოგისთვის ბიზნესთან, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორთან და მზადაა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს ყველა სტრატეგიულ საკითხში.
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკული ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის ინიციატივის - ეკონომიკის განვითარების ბანკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა მომავალი საფინანსო ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროს კომუნიკაცია ბიზნესთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70