საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სტუმრებს ოთხ ქალაქში - ქუთაისში, თელავში, ფოთსა და ამბროლაურში უმასპინძლა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.
„წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ასევე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მსურს, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის საწინდარია“- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ და სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილი თემატური პავილიონები, ასევე შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერეს. წლევანდელი ღონისძიებები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალმა უწყებებმა ენერგეტიკის, ტურიზმის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ავიაციის, ფოსტისა და საზღვაო სფეროს თემატიკაზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს. ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა საქართველოს რკინიგზის აქტივობები, 17.10 საათზე კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა რკინიგზის სადგურებზე და მატარებლებში.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70