საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელ მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიასთან ერთად, საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა.
საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გაეცნობა საპროექტო არეალს და შეხვედრებს გამართავს გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული სამინისტროების, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმა, რომელიც აღნიშნული არეალის სახმელეთო და საზღვაო პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment) ფარგლებში ხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური ესწრებოდა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70