ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) პროგრამის ახალ გენერალურ მდივანს, ჟასურბეკ ჩორიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ტრასეკას პროგრამის ფარგლებში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა TRACECA-ს დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე.
თამარ იოსელიანმა ჟასურბეკ ჩორიევს ტრასეკას გენერალ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობასა და შუა დერეფნის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების, მუდმივი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გაუმჯობესებებისა და გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის კუთხით, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი აეროპორტის განვითარება და სხვ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას TRACECA-ს ფორმატში.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70