მარიამ ქვრივიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
30-10-2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სასტუმროს პროექტის შესახებ ვიცე-პრემიერსა და პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.

სასტუმროს გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.