დიმიტრი ქუმსიშვილი და უილბურ როსი აშშ-ის დამატებითი სავაჭრო მისიების გამართვაზე შეთანხმდნენ
22-05-2018

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აშშ-ის კომერციის მდივანი უილბურ როსი საქართველოში აშშ-ის დამატებითი სავაჭრო მისიების (Trade Missions) გამართვაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქამდე ჩატარებულმა მისიებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ, შედეგად, ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო მისიებში ამერიკის კერძო სექტორის მონაწილეობა
.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.