2018 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შევა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილება.
აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, მისი ამოქმედების დღიდან გავრცელდება შემდეგ სამშენებლო პროდუქტებზე: ცემენტი (HS 2523), არმატურა (HS 7214), ელექტრო კაბელები (HS 8544) და პლასტმასის მილები (HS 3917). რეგლამენტი ადგენს ამ პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს, მათი ძირითადი თვისებების განსაზღვრის, დეკლარირებისა და ნიშანდების წესების შემუშავების გზით. ასვევე დადგენილებით განსაზღვრულია აღნიშნული სამშენებლო პროდუქტების მწარმოებლების ვალდებულებები წარმოების პროცესში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ტიპთან შესაბამისობის დადგენას. დადგენილება ასევე მოიცავს:
დადგენილების ამოქმედება უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი და ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქციის განთავსებასა და დარგში მოქმედი ეკონომიკური ოპერატორებისთვის თანაბარ და სამართლიან ვაჭრობის პირობებს.
სტანდარტების დასახელება, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო პროდუქტები“ მოთხოვნის შესრულებისათვის განკუთვნილი სტანდარტები.
დაინტერესებულ პირებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონებზე:
+995 32 234 53 70 ; +995 32 293 27 32.
ელ.ფოსტა: geoms@moesd.gov.ge
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70