2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2,271.6 ლარი შეადგინა. რეალური ხელფასის ზრდა ამავე პერიოდში 5.6%-ს გაუტოლდა.
ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5%-ით (230.8 ლარით) გაიზარდა და 2,420.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.3%-ით (187.4 ლარით) გაიზარდა და 2,000.9 ლარი შეადგინა.
2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რეალური საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, მათ შორისაა სამთომოპოვებითი მრეწველობა. მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები, ტრანსპორტირება და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები და ა.შ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70