2025 წელს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ და ისტორიულ რაოდენობას უმასპინძლა - 2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმი და რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წელთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ზრდამ 8.4%-ი შეადგინა.
2025 წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.
მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 499,890 ვიზიტი შეადგინა. კერძოდ, რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (ზრდა - 39.1%); საბერძნეთიდან (28.2% - ით); საფრანგეთიდან (17.4% - ით); იტალიიდან (39.4% - ით); ესპანეთიდან (48.6% - ით).
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან. 2025 წელს ყურის ქვეყნებიდან 145,513 ვიზიტი განხორციელდა - ზრდამ 3.4% შეადგინა. ვიზიტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საუდის არაბეთიდან (+9.1%).
2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (ზრდა - 29.4%); აზერბაიჯანი (ზრდა - 33.2%;); ჩინეთი (ზრდა - 44.4%).
2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-ია.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 7.6%-ია.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70