პირველი კატეგორიის საწარმოებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეესტრში რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა გაიარონ. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ენერგოაუდიტის ჩატარების წესი“.
რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, საწარმომ სამინისტროს მეილზე - gesrp@moesd.gov.ge უნდა წარადგინოს ამ წესის დანართის შესაბამისი ინფორმაცია და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
საწარმო პირველი კატეგორიისაა, თუ შემდეგი 3 კრიტერიუმიდან 2-ს აკმაყოფილებს - აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 50 მილიონ ლარს, შემოსავალი კი 100 მილიონ ლარს, ასევე დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ზე მეტია.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70