ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულასთან.
შეხვედრაზე მინისტრმა კატარის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს რეგიონული განვითარების მნიშვნელობას ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
საქართველო-კატარის ეკონომიკური ურთიერთობების განხილვისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივი ვაჭრობის, სამოქალაქო ავიაციის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორებში.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსულტაციებზე ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ GCC-ს საბჭო ამ საკითხზე ანგარიშს მოკლე ვადებში მოამზადებს.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სფეროში. აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენების არსებობა ხელს უწყობს ორი ქვეყნის ბიზნესებს და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების მეტად დაახლოების მიზნით, მხარს დაუჭერენ საქართველო-კატარის ბიზნეს ფორუმის ჩატარებას.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70