მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
15-04-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა გაეროს ელჩებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და სამომავლო რეფორმების, აგრეთვე მასშტაბური სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ტურიზმის სფეროში. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროსთან ბოლო სამი ათწლეულის ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო ეკონომიკური პარტნიორის სტატუსს და ქვეყნის ინსტიტუციურ სტაბილურობას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი გაეროში დავით ბაქრაძე.