17 მაისს მსოფლიო ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების დღე აღინიშნება. ვულოცავთ პროფესიულ დღეს კავშირგაბმულობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომლის საქმიანობაც ქვეყნის ციფრული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიური გარემოს შექმნისა და საიმედო კომუნიკაციების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საფუძველია.
2026 წელს მსოფლიო ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების დღის მთავარი გზავნილია -“ციფრული სასიცოცხლო კავშირები - მდგრადობის გაძლიერება დაკავშირებულ მსოფლიოში“.
დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები და ელექტრონული კომუნიკაციები გლობალური ეკონომიკისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მდგრადი და უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელების განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოტენციალის განვითარებისათვის.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის გაფართოება, საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერება, მონაცემთა ცენტრებისა და თანამედროვე ციფრული სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ასევე უსაფრთხო და სანდო ელექტრონული კომუნიკაციების უზრუნველყოფა საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
ამ პროცესებში განსაკუთრებული როლი სწორედ დარგის პროფესიონალებს გეკისრებათ - თქვენი ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს ქვეყნის საკომუნიკაციო სისტემების სტაბილურობასა და განვითარებას.
თქვენი პროფესიონალიზმი მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში.
დიდ მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის და გისურვებთ წარმატებას!
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70