საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები განიხილეს. აღნიშნული პროცესი საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსობრივი დახვეწისა და გაუმჯობესების პროცესს უწყობს ხელს.
სხდომის მიმდინარეობისას ასევე განხილულ იქნა ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შედეგების შესახებ.
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70