ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ფორუმი იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. სამი დღის გამნმავლობაში მონაწილეები ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, მონაცემთა დაცვაზე, ინკლუზიურ მმართველობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებასა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე იმსჯელებენ.
ღონისძიებას საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70