ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის Air China-ს პრეზიდენტს ცუ გუანგძს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის საავიაციო მიმოსვლის გაფართოების, მათ შორის პეკინიდან პირდაპირი ფრენის დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2025 წელს არაპირდაპირი მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოსა და კუანგჭოუსს, ასევე პეკინს შორის 2024 წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა. ამ მზარდი სტატისტიკისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყების შესაძლებლობას შეისწავლის, ასევე მოხდება შუალედური პუნქტების გავლით საქართველოსა და ჩინეთის დაკავშირებადობის ზრდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. 2025 წელს ჩინურმა ავიაკომპანიებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეისებით 100 500-მდე მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 75.7%-ით მეტია. 2026 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით კი, ჩინური ავიაკომპანიები საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი რეისებით 85 669 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იანი ზრდაა.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდნენ.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70