ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ქართული სტარტაპების სტენდები დაათვალიერა
29-10-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის, SWITCH 2026-ის ფარგლებში, ქართული სტარტაპების სტენდები დაათვალიერა და მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტებს გაეცნო.

სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში, საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი ქვეყნის პავილიონით „StartUP in Georgia“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში ხუთი ქართული სტარტაპი Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester საკუთარი სტენდებით მონაწილეობს.

ქართული სტარტაპების სტენდები მინისტრის მოადგილესთან ერთად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დაათვალიერა. 

SWITCH 2026 საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმია, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.