2026 წლის II კვარტალში, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, შრომის ბაზარზე პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.0%-ით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2,389.3 ლარს გაუტოლდა, რაც II კვარტლის რეკორდული მაჩვენებელია.
ხელფასების მატება დაფიქსირდა თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში. საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა 9.2%-ით, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში კი ზრდამ 10.3% შეადგინა.
რაც შეეხება სამთომოპოვებით მრეწველობას II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა 9.1% იყო, ხოლო ჯანდაცვის სექტორში 12.7%.
ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორში ნომინალური ხელფასის ზრდამ 5.4% შეადგინა, ხოლო ტრანსპორტი და დასაწყობების მიმართულებით 9.0%.
12.5%-ით გაიზარდა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში, წყალმომარაგება და ნარჩენების მართვის მიმართულებით კი ზრდა 14.0%-ის დონეზე იყო.
ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 9.2%-ით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების მიმართულებით ზრდამ 6.2% შეადგინა.
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა 8.7%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში 6.2%-ით.
აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა და 2,471.5 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით გაიზარდა და 2,239.0 ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას და შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70