საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები მიმოქცევაშია
31-05-2018

აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 31 მაისიდან მიმოქცევაშია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელისთავისადმი მიძღვნილი სამ მცირე ფურცელზე განთავსებული 4 საფოსტო მარკა.

ახალი საფოსტო მარკების შეძენა შესაძლებელია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვის ცენტრებში.

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგად, მარკების კომისიის მიერ შერჩეული იქნა ბაადურ ქობლიანიძის მიერ წარდგენილი საფოსტო მარკების ესკიზები, თემაზე: „საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე“. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი იქნა სამი მარკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, რუკა და დროშა. საფოსტო მარკების ვიზუალი შეიქმნა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული პირველი რესპუბლიკის უნიკალური დოკუმენტების და ფოტო მასალის გამოყენებით.