დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდა
25-01-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ „ინტერ-რაოს“  ხელმძღვანელობას შეხვდა.
 
შეხვედრაზე „ინტერ რაო“-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომპანიის საზღვარგარეთის აქტივების განვითარების სტრატეგიაზე, მათ შორის საქართველოში. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, განიხილეს ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხები.